ძიუდო | გიორგი მუმლაძე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

16:02, 29.08.2025

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავიდა, რომელთაგანაც გიორგი მუმლაძე (81 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს კადეტთა ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

მსგავსი