ძიუდო | გიორგი კაპანაძე და გიორგი მჭედლიშვილი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT

09:28, 22.08.2026

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გიორგი კაპანაძე (-66 კგ) და გიორგი მჭედლიშვილი (-73 კგ) გახდნენ. კაპანაძე ფინალში კანადელ მატისთან დამარცხდა, მჭედლიშვილს კი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელმა გენკიმ მოუგო.

ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი ასპარეზობდა – გიორგი ავალიანი (-66 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა.

მსგავსი