ძიუდო - ღვინიაშვილი ფინალშია
ძიუდო - ღვინიაშვილი ფინალშია

რუსეთში მიმდინარე წლის რიგით მესამე გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ფინალში გავიდა. მან პირველ წრეში რუსი კოსტოევი დაამარცხა, შემდეგ თურქ სპორტსმენს სძლია.

მეოთხედფინალში ბექამ იაპონელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ასევე სუფთა გამარჯვება მოიპოვა ნახევარფინალში ბრაზილიელ ძიუდოისტთან.

ფინალში ღვინიაშვილი ჰოლანდიელ ვან ტ. ენდს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 16.00 საათზე დაიწყება.