ძიუდო | გერმანიაში დღეს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სტარტს აიღებს #1TVSPORT
ძიუდო | გერმანიაში დღეს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სტარტს აიღებს #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დღეს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირზე 12 სპორტსმენით გამოვა. კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალური შეჯიბრი 17-18 ნოემბერს ჩატარდება, 19-ში კი გუნდური ასპარეზობა გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ალეკო კასრაძე (66 კგ.), კოტე კაპანაძე, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.), ნინო ლოლაძე (57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სალომე მაკიშვილი (+78 კგ.).

პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟები – 60, 66 და 73, ხოლო გოგონები 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში იასპარეზებენ, 18 ნოემბერს კი ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები – 70, 78 და +78 კგ-ებში.

ფინალური ბლოკი ევროპის ჩემპიონატზე დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.