ძიუდო | გამოცემა Judoinside ლაშა ბექაურის შესახებ წერს – 2026 წელს მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იქნება #1TVSPORT

21:17, 03.12.2025

ძიუდოს ავტორიტეტულმა გამოცემამ, Judoinside-მა აბუ დაბის გრანდ სლემზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის გამოსვლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

ლაშა ბექაურს უყვარს ქართული ჭიდაობა

„სკეპტიკოსების ვარაუდი, თითქოს ლაშა ბექაურის კარიერული ზენიტი წარსულს ჩაბარდა, მცდარი აღმოჩნდა. ქართველი სუპერვარსკვლავი აბუ დაბის გრანდ სლემზე ტრიუმფალურად დაბრუნდა და ტურნირი თავისი უნიკალური ტექნიკური არსენალის წყალობით მოიგო.

ბექაურის დომინაცია 2019 წელს, ჩინეთის მასტერსზე გამარჯვებით დაიწყო. მას შემდეგ მან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა – ევროპის ჩემპიონობა (2021), ოთხი გრანდ სლემი და ორი მასტერსი. თუმცა მისი კარიერის გვირგვინს, უდავოდ, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა (2021, 2024) წარმოადგენს. მის მდიდარ კოლექციას მხოლოდ ერთი ჯილდო აკლია – მსოფლიო ჩემპიონის ოქრო. ამ ტურნირზე მას ჯერჯერობით მხოლოდ ვერცხლი (2023) და ბრინჯაო (2022) აქვს მოპოვებული.

ოლიმპიადის შემდეგ აღებული პაუზისა და ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ლაშა ფორმაში აღარ იყო. თუმცა აბუ დაბიში მან დაამტკიცა, რომ კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. სტილისტურად ის ტიპური ქართველი მებრძოლია – უყვარს ე.წ. ქართული ჩავლება (გადავლება) და ხაბარელის ილეთები. მართალია, პარტერში (ნევაზაში) ჭიდაობა მისი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ დგომში იმდენად ეფექტურია, რომ ეს ხელს სულაც არ უშლის.

25 წლის ასაკში ბექაურს ყველა შანსი აქვს, გაიმეოროს ან გააუმჯობესოს ძიუდოს ლეგენდების – ნომურასა და რინერის რეკორდები (3 ოლიმპიური ოქრო). თუმცა მანამდე მისი მთავარი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იქნება“, – წერს გამოცემა.

მსგავსი