ძიუდო | გაბო მუკბანიანი დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | გაბო მუკბანიანი დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT

დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დასკვნით საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანი გაბო მუკბანიანი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ გამზადხანოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს – ქართველის მეტოქე ფრანგი ძიუდოისტი დიაბი იქნება.

შეჯიბრზე დღეს კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა – ნიკოლოზ დავლაძემ (90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდ სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც კოტე კაპანაძემ (81 კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.