ძიუდო | გაბო მუკბანიანი დუშანბეს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | გაბო მუკბანიანი დუშანბეს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანი გაბო მუკბანიანი მეოთხედფინალში იჭიდავებს – ქართველმა მერვედფინალში ტაჯიკი მანსურ რაჰმონი დაამარცხა და ნახევარფინალსი გასასვლელად აზერბაიჯანელ გამზადხანოვს დაუპირისპირდება.

შეჯიბრზე დღეს კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა – ნიკოლოზ დავლაძემ (90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდ სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.