ძიუდო | ევროპის საკლუბო ჩემპიონატისთვის „გოლდენ გორის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის საკლუბო ჩემპიონატისთვის „გოლდენ გორის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

22 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს სახელით „გოლდენ გორი“ მიიღებს მონაწილეობას.

შემადგენლობა:

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ლუკა ჟღენტი (90 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ), გურამ თუშიშვილი (+90 კგ).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, იტალისს, ყაზახეთის, მონტენეგროს, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გუნდები მიიღებენ.