ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე 15 ქართველი სპორტსმენია (9 კაცი, 6 ქალი) დარეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს კაცებს შორის 60კგ-ში წარმომადგენელი არ ეყოლება და სამი წონა (73, 90 და +100 კგ) იქნება გაორებული.

კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობები  25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.