ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე ჯაბნიაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, ინანეიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე ჯაბნიაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, ინანეიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა უკვე იასპარეზა. ახალგახრდა გიორგი ჯაბნიაშვილმა (90კგ) პირველ შეხვედრაში რუმუნელი ვლად ვისანი დაამარცხა და შემდეგ ეტპზე ხორვატ მირკოვიჩს შეხვდება.

პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი. ტურნირზე ჯერ პირველი ორთაბრძოლები არ ჩაუტარებიათ ლაშა ბექაურს (90 კგ), ილია სულამანიძეს (100 კგ), გურამ თუშიშვილს ( +100 კგ) და სოფიო სომხიშვილს (+78 კგ).

კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.