ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) – ქართველმა ძიუდოისტმა ფინელი არტურ კანევეტცი დაამარცხა და მერვედფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე ნორვეგიელი კორნელიუს ეილერტსენი იქნება.
ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი შეხვედრები მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ, ხოლო მარიამ ჭანტურია (70 კგ) პოლონელ მეტოქესთან დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.