ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი იასპარეზებს #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ოთხი ქართველი იბრძოლებს.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ჩეხეთის სახელით მოასპარეზე ჩუსნიდინ კარიმოვისა და კვიპროსელ კიპრიანოს ანდრეუს შორის გამარჯვებულთან გამართავს.
ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი ეთერ ლიპარტელიანი ესპანელ მარტა გარსია მარტინსა და IJF-ის სახელით გამომსვლელ დარია კურბონმამადოვას შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზებს ნინო ლოლაძეც, რომელსაც ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვა ელის.
63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგს შეხვდება.
შეჯიბრების განრიგი:
24 აპრილი
კაცები – 73 კგ
ქალები – 57, 63 კგ
25 აპრილი
კაცები – 81, 90 კგ
ქალები – 70 კგ
26 აპრილი
კაცები – 100, +100 კგ
ქალები – 78, +78 კგ
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.