ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს - ფინალური ბლოკი პირველ არხზე #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს - ფინალური ბლოკი პირველ არხზე #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის პირველ დღეს მედლებისთვის ვაჟა მარგველაშვილი (-66), ეთერ ლიპარტელიანი (-57) და ნინო ლოლაძე (-57) იბრძოლებენ.

წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება. ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეჯიბრებაზე სულ 15 ქართველი სპორტსმენი, 9 კაცი და 6 ქალი გამოვა. ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს კაცებს შორის 60კგ-ში წარმომადგენელი არ ეყოლება და სამ წონით კატეგორიაში (73, 90 და +100 კგ) ორი სპორტსმენით იასპარეზებს.

კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.