ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

ლუქსემბურგი 9-11 სექტემბერს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე 43 ქვეყნის 352 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას 12 ძიუდოისტი შეეცდება.

 

60 კგ.

გიორგი სარდალიშვილი

66 კგ.

თენგო ზირაქაშვილი

81 კგ.

გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ.

ნიკოლოზ ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი

100 კგ.

ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე

+100 კგ.

საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

57 კგ.

ეთერ ასკალიშვილი

70 კგ.

ნინო გულბანი

+78 კგ.

სალომე მაყიშვილი

 

საქართველოს ნაკრების მამაკაცთა შემადგენლობაში მძიმე წონები გაორებულია, რის გამოც 73 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება. 100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტი ილია სულამანიძეა, რომელიც წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.