ძიუდო | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ქართული ფინალი ინანეიშვილმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს მძიმეწონოსნები – საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი შეხვდნენ.

თანამემამულეთა დაპირისპირებაში უფრო ძლიერი ინანეიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქე ვაზარით და გაფრთხილებებით დაამარცხა. ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე 81 კგ-ში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის 57 კგ-ში მოასპარეზე 18 წლის ნინო ლოლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა,73 კგ-ში კი კოტე კაპანაძე ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

ინდივიდუალურ ასპარეზობებში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ნაკრები ვაჟთა შორის – პირველ, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ხვალ, 19 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, ერთ-ერთი ფავორიტი კი ჩვენი ნაკრებია.