ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა. მანამდე კი ტურნირზე ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

19 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს იპონით სძლია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ევროპის ძიუდოს კავშირმა გიორგი სარდალაშვილს 2021 წლის ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში პირველი ადგილი მიანიჭა. 18 წლის ქართველმა შარშან 60 კგ. წონით კატეგორიაში იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოქროს დაეუფლა.

ხვალ ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.