ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთკორეელი იუჰეე კიმი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ლიპარტელიანის მეტოქე მეოთხედფინალში გასასვლელ შეხვედრაში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე დარია კურბონმამადოვა იქნება.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის დაწყება კი 20:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია.