ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანის წარმატებული სტარტი ზაგრების გრან პრიზე [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე მედლების მოსაპოვებლად პირველ დღეს სამი ქართველი გამოდიოდა, რომელთაგან ორი წარმატებულად ასპარეზობს.

57 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის, ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ასეილა ტოპრაკს შეხვდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

ქართველი მერვედფინალშია, სადაც შვეიცარიელ გერტშს დაუპირისპირდება.

60 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ტაჯიკი მეტოქე მუჰამადსოლე ქუვატოვი ვაზარით დაამარცხა და ისიც მეოთხედფინალში გასასვლელად იჭიდავებს.

ტურნირზე პირველი შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

ზაგრების გრან პრიზე ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.