ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალშია, სარდალაშვილი მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი (60კგ) მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ხორვატი ტიჰეა ტოპოლოვეცი შებოჭვით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იჭიდავებს.

19 წლის გიორგი სარდალაშვილმა კი მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინთან ბოლო წამებზე წააგო და ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

ზაგრების გრან პრიზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.