ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია, ნინო ლოლაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების ხუთ წევრს ვიხილავთ.
ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), რომელმაც ნახევარფინალში ხორვატი პერისიჩი ვაზარით დაამარცხა და ფინალში ფრანგ მარტა ფავაზს შეხვდება. იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.
ტურნირის ნახევარფინალში ვიხილავთ თორნიკე მაზიაშვილს (60 კგ), თემურ ნოზაძესა და ლაშა ნადირაძეს (ორივე 66 კგ).
შეჯიბრების ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.