ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.
ლიპარტელიანმა შვეიცარიელი ნდიაი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად საფრანგეთის ან ისრაელის წარმომადგენელს შეხვდება. შავდათუაშვილი კი ნახევარფინალის საგზურისთვის კოსოვოელ აკილ ჯაკოვას დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. ფინალურ ბლოკს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.