ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში IJF-ის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვა დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ ან შვეიცარიელ სპორტსმენს შეხვდება.

კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. ფინალურ ბლოკს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.