ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი სარდალაშვილი ზაგრების გრან პრის მეოთხედფინალში იჭიდავებენ​ [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე მედლების მოსაპოვებლად პირველ დღეს სამი ქართველი გამოდიოდა, რომელთაგან ორი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი (60კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

ლიპარტელიანმა მერვედფინალში შვეიცარიელი ოლივია გერტში გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად პოლონელ ან ხორვატ ძიუდოისტს შეხვდება.

19 წლის გიორგი სარდალაშვილმა კი ბრაზილიელ მატეუს ტაკაკის სძლია და მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინს დაუპირისპირდება.

ტურნირზე პირველი შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

ზაგრების გრან პრიზე ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.