ძიუდო | ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა შორის 63 კგ-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა ეთერ ასკილაშვილმა – ქართველი ჩინელ ჯინ ტანგთან იპონით დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

81 კგ-ში მამაკაცთა შორის საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ტატო გრიგალაშვილი ვენესუელელი ლუის პარიჩესა და თურქი ვედატ ალბაირაქის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ზაურ დვალაშვილის მეტოქე შვეიცარიელ ორელინ ბონფერონასი იქნება.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.