ძიუდო | ეთერ ასკილაშვილი კონტინენტის პირველობაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ძიუდო | ეთერ ასკილაშვილი კონტინენტის პირველობაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

ქართველმა ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან იპონით წააგო და ტურნირს გამოეთიშა. შეჯიბრებაზე რამდენიმე წუთში პირველ შეხვედრებს ჩაატარებენ ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ).

კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.