ძიუდო | დვალაშვილმა და ბეროშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, 81კგ-ში გამომსვლელი ორი ქართველი – ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

დვალაშვილმა 22 წამში იპონით ფრანგ აპერბას მოუგო, ბეროშვილმა კი კანადელ გოტიე დრაპოს სძლია.

დღესვე ფინალურ ბლოკში მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.