ძიუდო | დვალაშვილი და ბეროშვილი თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | დვალაშვილი და ბეროშვილი თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში სამ სპორტსმენს ვიხილავთ. 81კგ-ში გამომსვლელი ორი ქართველი – ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ფინალშია და საქართველოს ნაკრებისთვის გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.