ძიუდო | დღეს 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას რვა ქართველი შეეცდება #1TVSPORT

09:30, 31.10.2026

ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 31 ოქტომბერს მედლებისთის რვა ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.

ტურნირზე საქართველოს სახელით შემდეგი ძიუდოისტები გამოვლენ:

მამაკაცები

81 კგ – გიორგი არღვლიანი

90 კგ – ნიკოლოზ დავლაძე, ლუკა ჯავახიშვილი

100 კგ – ნოდარ ალაფიშვილი

100+ კგ – საბა ქარდავა, გიორგი ბადუაშვილი

ქალები

70 კგ – ნინო გულბანი

78 კგ – ბარბარე გელაშვილი

ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს ლუკა გადელიამ (60 კგ), მათე ბერუაშვილმა (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი