ძიუდო | დემეტრაშვილი და ინანეიშვილი ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მძიმეწონოსნები, ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
დემეტრაშვილის მეტოქე პოლონელი ტერესინსკი იქნება, ინანეიშვილი კი მესამე ადგილისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე რუს მარგიევს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ასატანის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) მოიპოვა.