ძიუდო | დემეტრაშვილი და ინანეიშვილი ასტანის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ორი ქართველი მძიმეწონოსანი – ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი მეოთხედფინალში იასპარეზებენ.
ტურნირზე ორივე ქართველმა თითო გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებენ. დემეტრაშვილის მეტოქე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე რუსი ბატჩაევი იქნება, ინანეიშვილი კი ყაზახ კაზიბაიევს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ასატანის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია – ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.