ძიუდო | დემეტრაშვილი ასტანის გრანდ სლემის ნახევარფინალშია, ინანეიშვილი რეპეშაჟში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე რუსი ბაჩაევი დაამარცხა და ფინალში გასასავლელად ყაზახ კაშიბაიევს დაუპირისპირდება.

საბა ინანეიშვილი (+100) კი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ ასატანის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) მოიპოვა.