ძიუდო | ჩიხელიძე ბაქოს გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდო | ჩიხელიძე ბაქოს გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრების წევრმა მერვედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კუზნეცოვი ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ იშიჰარას შეხვდება.

მერვედფინალურ ეტაპზე იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმაც (73 კგ), რომელიც აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან დამარცხდა. დღეს გამომსვლელმა კიდევ ერთმა ქართველმა ირაკლი ბეროშვილმა (81 კგ) კი შეჯიბრზე პირველივე ორთაბრძოლა დათმო.

15 თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა მამაკაცთა შორის 73 და 81, ქალთა შორის კი 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაირკვევა, ხოლო 16 თებერვალს – მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 და ქალთა შორის 78 და +78 კგ-ებში.

ფინალური ბლოკი დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.