ძიუდო | ჩიხელიძე ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. რეპეშაჟში მან ყაზახ ტოკტასინს სძლია და მესამე ადგილისთვის ტაჯიკ შეროვს შეხვდება.
მერვედფინალურ ეტაპზე იასპარეზა ბაგრატ ნინიაშვილმაც (73 კგ), რომელიც აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან დამარცხდა. დღეს გამომსვლელმა კიდევ ერთმა ქართველმა, ირაკლი ბეროშვილმა (81 კგ) კი შეჯიბრებაზე პირველივე ორთაბრძოლა დათმო.
15 თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა მამაკაცთა შორის 73 და 81, ქალთა შორის კი 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაირკვევა, ხოლო 16 თებერვალს – მამაკაცთა შორის 90, 100, +100 და ქალთა შორის 78, +78 კგ-ებში.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.