ძიუდო | ბექაური და ჯაფარიძე თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან სამი ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურნირის მეოთხედფინალშიც მარტივად მოიგო ლაშა ბექაურმა (90კგ) –  მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუმინელი ალექს კრეტი ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ბერძენ ცელიდისს დაუპირისპირდება.

შეჯიბრის ნახევარფინალში იასპარეზებს ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძეც, რომელმაც გამოცდილი ყაზახი ძიუდოისტი ბოზბაევი იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ჯაფარიძე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს საბა ინანეშვილი (+100კგ).

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.