ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ბაქოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარზებსსაქართელოს ნაკრების წევრები გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 73 კგ) და ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

15 თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა მამაკაცთა შორის 73 და 81, ქალთა შორის კი 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაირკვევა, ხოლო 16 თებერვალს – მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 და ქალთა შორის 78 და +78 კგ-ებში.

გუშინ, 14 თებერვალს ბაქოს გრანდ სლემზე ორმა ქართველი ძიუდოისტის გამოვიდა – 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე და 57 კგ-ში – ეთერ ლიპარტელიანი. შეჯიბრი ორივე სპორტსმენმა უმედლოდ დაასრულა.

ფინალური ბლოკი დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.