ძიუდო | ავსტრიის გრანპრიზე ტერაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი –გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე – 73 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ) ჩაერთო ასპარეზობაში, რომელთაგანაც ტერაშვილმა პირველი გამარჯება მოიპოვა და მერვედფინალში იჭიდავებს.
გიორგი ლოლაძემ პირველივე ორთაბრძოლა დათმო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. გოჩილაიძე პირველ შეხვედრას მოგვიანებით გამართავს.
7 მარტს ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ასევე სამი ქართველი გამოვიდა. ფინალურ ბლოკში თემურ ნოზაძემ (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ ისრაელის წარმომადგენელ გუტმანთან დამარცხდა.
რაც შეეხება ზირაქაშვილსა და ხუზაურაშვილს, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გრანპრი უმედლოდ დაასრულეს.