ძიუდო | ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა მეორე დღეც მედლის გარეშე დაასრულა #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა – გიორგი ტერაშვილმა, გიორგი ლოლაძემ (ორივე – 73 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) ტურნირი მედლის გარეშე დაასრულეს.
პირველ საშეჯიბრო დღეს, 7 მარტს ფინალურ ბლოკში თემურ ნოზაძემ (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ გუტმანთან დამარცხდა. რაც შეეხება ზირაქაშვილსა და ხუზაურაშვილს, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გრანპრი უმედლოდ დაასრულეს.
ხვალ, 9 მარტს ავსტრიაში ხუთი ქართველი იჭიდავებს – მედლის მოპოვებას გიორგი ჯაბნიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 90 კგ), იმედა გოგოლაძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე – +100) შეეცდებიან.