ძიუდო | ავსტრიის გრანპრიზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ავსტრიის გრანპრიზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს, 8 მარტს სამი ქართველი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე – 73კგ) და დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) იასპარეზებენ.

7 მარტს, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ასევე სამი ქართველი იბრძოდა – ფინალურ ბლოკში თემურ ნოზაძემ (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ გუტმანთან დამარცხდა. რაც შეეხება ზირაქაშვილსა და ხუზაურაშვილს, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და გრანპრიზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.