ძიუდო | ავსტრიის გრანპრის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა ლუკა ჯავახიშვილი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

20:44, 08.03.2026

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ.

ოქროს მედლის მფლობელი გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლის ჯავახიშვილი იპონით დაამარცხა.

დღეს ფინალურ ბლოკში ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი – ის ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზადხანოვს შეხვდება.

მსგავსი