ძიუდო | ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეათედ გახდა #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ძიუდოში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ალექსი დავითაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ვეტართანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეათედ გახდა.
ტურნირზე, რომელიც 20 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრს დასრულდება, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები წარმატებულად ასპარეზობს – სამი დღის შემდეგ ჩვენი გუნდის ანგარიშზე 9 ოქროს, 12 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედალია.
მსოფლიოს ჩემპიონები:
გივი ნადარეიშვილი (66 კგ, M1)
პაატა მერებაშვილი (66 კგ, M2)
მინდია ლილუაშვილი (73 კგ, M2)
გიორგი პაპუნაშვილი (100 კგ, M2)
შოთა ჟორჟოლიანი (+100 კგ, M1)
პაატა ღვინიაშვილი (+100 კგ M2)
დიმიტრი მულაძე (60 კგ, M3)
ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ, M3)
ალექსი დავითაშვილი (+100 კგ M5)
ვიცე-ჩემპიონები:
ბადრი ბედიანაშვილი (60 კგ M5)
გოგიტა მენთეშაშვილი (66 კგ M5)
ლევან ჩუბინიძე (73 კგ M2)
გიორგი შუკვანი (73 კგ M1)
შოთა ოქროპირიძე (81 კგ M1)
ვალერიან ჟორჟოლიანი (90 კგ M2)
ნოდარი ბერიანი (100 კგ M1)
ზვიად კაპანაძე (100 კგ M2)
ლაშა ტაველური (+100 კგ M1)
დევიკო გობეჯიშვილი (100 კგ M3)
ზვიად წიკლაური (+100 კგ M4)
ომარ მეტრეველი +100 კგ M5
ბრინჯაოს პრიზიორები:
იოსებ მარგიანი (60 კგ M2)
გიორგი ნასყიდაშვილი (60 კგ M2)
ირაკლი კუპატაძე (66 კგ M1)
ივანე ქურასბედიანი (66 კგ M2)
კახა ცაგარელი (73 კგ M1)
ნიკა ხუციშვილი (81 კგ M1)
თომა თავზარაშვილი (90 კგ M1)
გივი შარიაშვილი (90 კგ M5)
ელდარი მესხიშვილი (100 კგ M1)
ბექა წყალობაშვილი (+100 კგ M1)
ზაზა დავაძე (+100 კგ M2)
გეგი თამლიანი (+100 კგ M2)
ნუკრი მიღრიჯანაშვილი (60 კგ M3)
ბადრი ბასოშვილი (66 კგ M3)
დათო მეშველიანი (90 კგ M3)
დავითი ლორიაშვილი (+100 კგ M)