ძიუდო | ალექსი დავითაშვილი და ნესტორ ხერგიანი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებს შორის, მესამე დღეს შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში (M5, 50-54 წლის და M6, 55-59 წლის) გაიმართა.
M5 კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი დაისაკუთრეს, ნესტორ ხერგიანმა (73 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეცხრედ გახდა.
ბადრი ბედიანაშვილი (60 კგ) და გივი შარიაშვილი (100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
M6 კატეგორიაში ვერცხლის მედალი გიგლა ალიბეგაშვილმა (73 კგ) მოიპოვა.
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ანგარიშზე 20 მედალია (8 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო):
M1 ასაკობრივი კატეგორია (30–34 წელი):
ოქროს მედლები:
ანზორ ხმიადაშვილი (81 კგ),
გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ)
შოთა ჟორჟოლიანი (+100 კგ)
ვერცხლის მედლები:
გივი ნადარეიშვილი (60 კგ)
სლავიკ რეზესიძე (+100 კგ)
ბრინჯაოს მედლები
გოჩა ზაქრაძე (100 კგ)
ლაშა ტაველური (+100 კგ)
M2 ასაკობრივი კატეგორია (35-39 წელი):
ოქროს მედლები
პაატა ღვინიაშვილი (100 კგ)
დავით ლორიაშვილი (+100 კგ)
ბრინჯაოს მედლები
დიმიტრი მელაძე (60 კგ)
გეგი თამლიანი (100 კგ)
M3 ასაკობრივი კატეგორია (40-44 წელი):
ოქროს მედალი
ვალერიან გიგიბერია (73 კგ)
ვერცხლის მედალი
დავით უძილაური (81 კგ)
ბრინჯაოს მედლები
ნუკრი მიღრიჯანაშვილი (60 კგ)
დევიკო გობეჯიშვილი (100 კგ)
M5 ასაკობრივი კატეგორია (50-54 წელი):
ოქროს მედლები
ნესტორ ხერგიანი (73 კგ)
ალექსი დავითაშვილი (+100 კგ)
ბრინჯაოს მედალი
ბადრი ბედიანაშვილი (60 კგ)
გივი შარიაშვილი (100 კგ)
M6 ასაკობრივი კატეგორია (55-59 წელი):
ვერცხლის მედალი
გიგლა ალიბეგაშვილი (73 კგ)