ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე დიმიტრი გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

16:49, 30.10.2026

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოდა.

73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა, გიორგი ჩიხელიძე მეოთხედფინალში მაროკოელ ჰასან დუკალისთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი გოგინაშვილთან დათმო შეხვედრა და მედლის გარეშე დარჩა.

კოტე კაპანაძე (81 კგ) მერვედფინალში ყირგიზ ასად მასაბიროვთან დამარცხდა, დიმიტრი გოჩილაიძემ კი ნახევარფინალში მოლდოველ პეტრუ პელივანთან წააგო და ფინალურ ბოლკში ბრინჯაოს მედლისთვის რუს აბდულ-კარიმ ტასუევს შეხვდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი