ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

11:42, 30.10.2026

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი ტერაშვილი და გიორგი ჩიხელიძე დაიცავენ.

ტერაშვილი ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი აბდულ მალიკ უმაიევი იქნება. გიორგი ჩიხელიძე კი სლოვაკ მარტინ ჰოიაკს შეხვდება.

81 კგ წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძე მეორე რაუნდში ავსტრალიელ კეიშენ ოჩის შეხვდება, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძის მეტოქე იტალიელი ანტონიო ესპოზიტო იქნება.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან არის დაგეგმილი.

მსგავსი