ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

10:44, 31.10.2026

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს – ვლადიმირ ახალკაცი (90 კგ), ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 100კგ),​ ირაკლი დემეტრაშვილი (+100) და საბა ინანეიშვილი (+100).

ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერეჯერობით ერთი მედალია — დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) გრანდ სლემზე მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი