ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე 14 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

17:24, 15.10.2026

29-31 ოქტომბერს გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი ძიუდოში გრანდ სლემის ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები გრანდ სლემზე 14 ძიუდოისტით, ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ – შოთა ბაჩოშვილი, ლუკა ქალიაშვილი;

66 კგ – საბა საბაშვილი, მერაბ სამადაშვილი;

73 კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – გიორგი მუმლაძე, კოტე კაპანაძე;

90 კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე;

100 კგ – ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი;

+100 კგ – გიორგი ქარჩაიძე, ირაკლი დემეტრაშვილი;

2025 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის გამარჯვებული ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

მსგავსი