ძიუდო | 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ძიუდოში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიყო. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალში საქართველოს ვაჟთა ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა – მათე გოგობერიშვილმა (60 კგ) და მათე ბერუაშვილმა (73 კგ) გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულეს.

ქალთა შორის შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი ნინო ლოლაძის (57 კგ.) ანგარიშზეა, რომელმაც რეპეშაჟში ორი გამარჯვების შემდეგ გადამწყვეტი ორთაბრძოლა ბულგარელ სნეჟანა გრამატიკოვას მოუგო.

პირველ ნოემბერს მედლები დარჩენილ წონით კატეგორიებში გათამაშდება, სადაც შვიდი ქართველი ძიუდოისტი გამოვა: კოტე კაპანაძე (81 კგ), ნიკოლოზ დავლაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე – 90 კგ), გიორგი ხმალაძე (100 კგ), შალვა გურეშიძე, საბა ქარდავა (ორივე +100კგ) და ლიზი ქვარცხავა (78 კგ.).

2 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.