ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამმა ქართველმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილზე ლუკა გადელი (60 კგ), მათე ბერუაშვილი (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) გავიდნენ.
31 ოქტომბერს ტურნირზე საქართველოს სახელით შემდეგი ძიუდოისტები იასპარეზებენ:
81 კგ: გიორგი არღვლიანი
90 კგ: ნიკოლოზ დავლაძე, ლუკა ჯავახიშვილი
100 კგ: ნოდარ ალაფიშვილი
100+ კგ: საბა ქარდავა, გიორგი ბადუაშვილი
70 კგ: ნინო გულბანი
78 კგ: ბარბარე გელაშვილი