ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართება #1TVSPORT
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართება – 90კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ დავლაძე ლუკა ჯავახიშვილს დაუპირისპირდება.
საბა ქარდავა და გიორგი ბადუაშვილი (ორივე +100 კგ) კი რეპეშაჟში შეხვდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთი მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას.
ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მესამე ადგილზე ლუკა გადელია (60 კგ), მათე ბერუაშვილი (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) გავიდნენ.