ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეჯიბრების ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ლუკა გადელი (60 კგ), გიორგი ლოლაძე და მათე ბერუაშვილი (ორივე 73 კგ), ასევე ნინო ლოლაძე (57 კგ) იჭიდავებენ.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა დათმო.