ძიუდო | 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | 20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი – გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ.), მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე (ორივე +100 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში ჯაბნიაშვილი და ინანეიშვილი გადავიდნენ.

ჯაბნიაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდეს ორი ვაზარით მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუპოვა, ხოლო ინანეიშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრანდ სლემის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი გახლდათ – ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) გახდა.

2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაო.